English / Georgian
მთავარი გვერდი კლიენტები პარტნიორები გლობალური დაფარვა F.A.Q ხელმისაწვდომი ნომრები OSSN™ ჩვენს შესახებ დაგვიკავშირდით

F.A.Q

გამოყენებული აბრევიატურების განმარტება:

  • OSSN™ - One Smart Star™ Number (ნომერი, რომელიც შედგება ვარსკვლავისა და ოთხი ციფრისაგან);
  • OSS™ Service - One Smart Star™ მომსახურება, რომელიც უზრუნველყოფს OSSN™ ტიპის ნომრის მინიჭებას კლიენტებისათვის;
  • OSS™ Company - One Smart Star™ საერთაშორისო პატენტის მფლობელი ცენტრალური კომპანია, რომელიც მხარდაჭერას და კოორდინაციას უწევს ადგილობრივ, ე.წ. ეროვნულ OSS™ კომპანიებს.
  • ადგილობრივი OSS™ კომპანია – OSS™ კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს მომსახურებას კონკრეტულ ქვეყანაში.

შეკითხვა 1. ვინ არიან OSSN™ - ტიპის ნომრების მომხმარებელი პოტენციური კლიენტები?
A. OSSN™ ტიპის ნომრების მომხმარებლები არიან ის ბიზნეს ორგანიზაციები ან/და სახელმწიფო დაწესებულებები, რომლებთაც ყავთ დიდი რაოდენობით მომხმარებლები და/ან ხშირი კომუნიკაცია გააჩნიათ საკუთარ კლიენტებთან.
B. კომპანიები, რომლებიც საკუთარი პროდუქციის/მომსახურების რეკლამირებას ახდენენ სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებით და სურთ, რომ გაზარდონ კლიენტების გამოხმაურების რაოდენობა და ხარისხი.
C. სხვადასხვა სახის ბიზნესები: ბანკები; საინვესტიციო კომპანიები; სადაზღვეო კომპანიები; ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელი ორგანიზაციები - სამედიცინო ცენტრები და კლინიკები; სასტუმროები; ავიაკომპანიები; ტურისტული სააგენტოები; ავტომობილების გაქირავებაზე მომუშავე კომპანიები; ავტომობილების ლიზინგზე მომუშავე კომპანიები; ავტომობილით მოვაჭრე კომპანიები; ტაქსის მომსახურება; ავტობუსების მომსახურება; რკინიგზა; სავაჭრო ცენტრები; მაღაზიათა ქსელები; მიტანის მომსახურება; რესტორნები; ბილეთების დაჯავშნის სერვისი; მომსახურების მიმწოდებლები; მედია ორგანიზაციები - გაზეთები; ჟურნალები, საკაბელო და სატელიტური ტელევიზიები; სამშენებლო და დეველოპერული კომპანიები.
D. სამთავრობო ორგანიზაციები: სოციალური უზრუნველყოფის სფეროში მომუშავე ორგანიზაციები, დასაქმების სააგენტოები, საგზაო მომსახურების სფეროში მომუშავე დაწესებულებები, სალიცენზიო სააგენტოები, მუნიციპალიტეტები.
E. სარეკლამო კამპანიები და დროში შეზღუდული მომსახურების მქონე კომპანიები (მაგ.: ბინების გაყიდვა სამშენებლო პროექტის ფარგლებში და სხვა.).

შეკითხვა 2. გაიცემა თუ არა OSSN ტიპის ნომრები კერძო პირებზე?
A. არა. OSSN ტიპის ნომრები განკუთვნილია ბიზნეს და სახელმწიფო ორგანიზაციებისათვის (ე.წ. კორპორატიული კლიენტებისათვის).

შეკითხვა 3. რატომ უნდა იყოს დაინტერესებული სატელეკომუნიკაციო მომსახურების ოპერატორი კომპანია OSS™ მომსახურების ჩართვით?
A. OSSN™ არის დამატებითი მომსახურება, რომელიც ორგანიზაციებს უზრუნველყოფს ადვილად დასამახსოვრებელი საკომუნიკაციო ნომრებით. აღნიშნული მომსახურება მნიშვნელოვნად ზრდის მომხმარებელთა მიერ განხორციელებული ზარების რაოდენობას, რაც ოპერატორი კომპანიების ქსელში აისახება გაზრდილი სასაუბრო დროის, ე.წ. ტრაფიკის (შესაბამისად გაზრდილი შემოსავლების), სახით.
B. შესაბამისმა კვლევამ აჩვენა რომ კომპანიის მიერ OSSN™ ტიპის ნომრის გამოყენების შემთხვევაში მომხმარებელთა მიერ განხორციელებული ზარების რაოდენობა (ე.წ. “ტრაფიკი”) იზრდება საშუალოდ 20%-ით.
C. OSS™ ოპერატორ კომპანიას უხდის ყოველთვიურ ფიქსირებულ გადასახადს თითოეული გააქტიურებული OSSN™ ტიპის ნომრის მომსახურებისათვის.

შეკითხვა 4. ვინ უზრუნველყოფს OSS™ მომსახურების განვითარებას?
A. ეროვნული/ადგილობრივი OSS™ აფუძნებს და ავითარებს მომსახურებას კონკრეტულ ქვეყანაში, უზრუნველყოფს მარკეტინგული საქმიანობის განხორციელებას, მომსახურების პოპულარიზაციას პოტენციურ კლიენტებს შორის, გაყიდვებს და სააბონენტო გადასახადის მოკრებას.
B. მომსახურების ამოქმედებისას არანაირ ცვლილებას არ განიცდის ოპერატორ კომპანიასა და მის მომხმარებლებს შორის არსებული ურთიერთობები და შესაბამისი შეთანხმება.
C. მომსახურების ამოქმედებისას ასევე არანაირ ცვლილებას არ განიცდის ოპერატორ კომპანიებს შორის არსებული ურთიერთობა და შეთანხმებები.

შეკითხვა 5. რატომ უნდა ითანამშრომლოს ოპერატორმა კომპანიამ OSS™-თან, ნაცვლად იმისა, რომ გაყიდოს საკუთარი მოკლე კოდური ნომერი?
A. ერთი კონკრეტული ოპერატორი კომპანიის მიერ შემოთავაზებული მოკლე ტიპის ნომერი არ იქნება მიმზიდველი ორგანიზაციებისათვის და არ განაპირობებს ოპერატორისთვის სასაუბრო დროის (“ტრაფიკის”) მნიშვნელოვან ზრდას.
B. კლეინტისათვის OSSN™ ტიპის ნომრის უპირატესობა მდგომარეობს მომხმარებლების შესაძლებლობაში, ყოველგვარი კოდის გამოყენების გარეშე დაუკავშირდნენ მას ნებისმიერი ტელეფონიდან, იქნება ეს ქალაქის თუ მობილური სატელეფონო ქსელები. OSSN™ ტიპის ნომრი ასევე მოქმედებს ელ-ფოსტის, ვებ-გვერდის და საფოსტო მომსახურების გამოყენებისას.
C. OSS™ ყველა საკომუნიკაციო ოპერატორთან აფორმებს ხელშეკრულებას და თანამშრომლობს ურთიერთ მომგებიანი პირობების გათვალისწინებით.

შეკითხვა 6. რა ტექნიკური შეზღუდვები/პრობლემები შეიძლება მოყვეს OSSN™-ის ექსპლოატაციას?
A. მომსახურების გამოყენებას არ ახლავს არავითარი ტექნიკური პრობლემა. ყოველი OSSN™ ტიპის ნომრის იდენტიფიკაცია ხდება არსებული, ჩვეულებრივი სატელეფონო ნომრით. პროცესი დამყარებულია ნომრის გადამისამართების პრინციპზე და ხორციელდება ოპერატორი კომპანიის გადართვის სისტემაში (Switching System) ან SMS ცენტრში. ყოველი ახალი OSSN™ ტიპის ნომრის გააქტიურების შემთხვევაში ხდება შესაბამისი მონაცემთა ბაზის განახლება (ხშირ შემთხვევაში ქსელის საოპერაციო ცენტრის მეშვეობით).
B. OSS™ სისტემა სრულად და ყოველგვარი დეფექტის გარეშე ფუნქციონირებს. გარკვეული, მცირედი დეფექტების გამოსწორება დასრულდა სისტემის ექსპლუატაციაში შესვლის ადრეულ საფეხურზე.
C. ამჟამად სისტემა მოიცავს ყველა შემდეგ მომსახურებას: ტელეფონი, ფაქსი, მოკლე ტექსტური შეტყობინება, ვებ-გვერდი, ელ-ფოსტა და საფოსტო სერვისი.

შეკითხვა 7. დაპატენტებულია თუ არა OSS™ მომსახურება?
A. დიახ, OSS™ მომსახურება დაცულია პატენტით მთელი მსოფლიოს პასშტაბით, ევროპის საპატენტო ორგანიზაციისა (EPO) და შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულების (PCT) საშუალებით.
B. პატენტები წარმოადგენს კომპანია OSS™-ის საკუთრებას, ხოლო მისი გამოყენების უფლება ეძლევათ ადგილობრივ/ეროვნულ OSS™კომპანიებს.

შეკითხვა 8. როგორია სხვა ქვეყნების გამოცდილება OSSN™-ის ტიპის ნომრების გამოყენებასთან დაკავშირებით?
A. OSSN™ ტიპის ნომრების დანერგვა ბაზარზე ძალიან სწრაფად მოხდა და ის მალევე იქნა მოწონებული. თავიდან კომპანიები OSSN™ ტიპის ნომრებს ჩვეულებრივ სატელეფონო ნომრებთან ერთად უთითებდნენ. თუმცა, სულ მცირე ხანში, დარწმუნდნენ რა, რომ მომხმარებლებმა ეს ინოვაცია მოიწონეს და გაითავისეს, ისინი მთლიანად გადავიდნენ OSSN™ ტიპის ნომრების ექსკლუზიურ მოხმარებაზე.
B. მომხმარებლებმა გაითავისეს OSSN™ ტიპის ნომერი და უფრო აქტიურად ახორციელებენ ზარებს აღნიშნული ნომრების გამოყენებით. სტატისტიკურმა კვლვევებმა აჩვენა, რომ OSSN™ ტიპის ნომრების გამოყენებით 3 თვის განმავლობაში სასაუბრო დროის ზრდა განხორციელდა 20%-ზე მეტი მაჩვენებლით. ზოგიერთ შემთხვევაში ყოველი მომდევნო კვარტალის განმავლობაში სასაუბრო დროის ზრდამ 15%-ს გადააჭარბა.
C. ოპერატორები კმაყოფილნი არიან ამ მომსახურებით, რამდენადაც მომსახურებაში ყოველგვარი ინვესტირების გარეშე, ისინი ღებულობენ უფრო მეტად გაზრდილ შემოსავლებს.

შეკითხვა 9. შეიძლება თუ არა OSSN™ ტიპის ნომერი გამოყენებულ იქნას უფასო ზარების განხორციელებისათვის?
A. დიახ, OSSN™ ტიპის ნომერი შეიძლება გამოყენებულ იქნას უფასო ზარების განხორციელებისათვის, თუ კომპანიას აქვს შესაფერისი ხელშეკრულება შესაბამისი ნომრის მიმწოდებელ ოპერატორ კომპანიასთან.

შეკითხვა 10. უნდა გადაიხადოს თუ არა OSSN™ ტიპის ნომრის გამოყენებისას მომხმარებელმა რაიმე დამატებითი გადასახადი?
A. არა. OSSN™ ტიპის ნომრის გამოყენებისას მომხმარებელი იხდის იგივეს, რასაც იხდის ჩვეულებრივ ნომერზე დარეკვის დროს.

შეკითხვა 11. რა ტექნიკურ მონაცემებს უნდა აკმაყოფილებდეს ოპერატორი კომპანია?
A. უმჯობესია ოპერატორი კომპანიის ქსელში ფუნქციონირებდეს DTMF სისტემა. (ძველ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული სატელეფონო სადგურების შემთხვევაში, რომელიც საშუალებას არ იძლევა ნომერზე დარეკვის დროს გამოყენებულ იქნას ტონალური რეჟიმი და რომლის დროსაც სისტემა ვერ აღიქვავს სიმბოლოებს * და #, საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანების (ITU) რეკომენდაციით, სიმბოლო * ჩანაცვლებულია ციფრით 11, ხოლო სიმბოლო # ციფრით 12).
B. ოპერატორ კომპანიას უნდა შეეძლოს ახალი OSSN™ ტიპის ნომრის გადამისამართება/დაკავშირება კლიენტის მიერ მითითებულ ჩვეულებრივ ტელეფონის ნომერთან 24 საათის განმავლობაში.
C. შეეძლოს OSSN™ ტიპის ნომერზე მომსახურების სათანადო დონეზე, გრძელვადიან პერიოდში შენარჩუნება.
D. შეეძლოს ნებისმიერი დეფექტის გამოსწორება წინასწარ შეთანხმებულ დროში.

შეკითხვა 12. უნდა გამოყოს თუ არა ოპერატორმა კომპანიამ ახალი სატელეფონო ხაზი თითოეული OSSN™ ტიპის ნომრისათვის?
A. არა. ყოველი ახალი OSSN™ტიპის ნომრის გააქტიურების შემთხვევაში გამოიყენება მომხმარებელთან დამაკავშირებელი, უკვე არსებული, ხაზი. ხორციელდება ნომრის გადამისამართება არსებული სატელეფონო ხაზის მეშვეობით.

შეკითხვა 13. საჭიროა თუ არა ადგილობრივი ციფრული სატელეფონო სადგურის მოდიფიკაცია OSSN™ ტიპის ნომრის გამოყენების შემთხვევაში?
ეს დამოკიდებულია სატელეფონო სადგურზე. ყველა ტიპის სატელეფონო სადგურს შეუძლია აღიქვას ვარსკვლავი (*). ზოგიერთ შემთხვევაში, იმისათვის, რომ პროცესის მოქმედება ქსელში უფრო ეფექტური გავხადოთ, ხდება ვარსკვლავის (*) გარდაქმნა რამდენიმე ციფრად (მიყოლებით), მაგალითად, 1212, რომელიც წინ უძღვის მოქმედ ნომერს.

 

One Smart Star - One Number One Identity.